"ფერერო ჯგუფი" საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს

"ფერერო ჯგუფი" საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ფერერო ჯგუფის" წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა "ფერერო ჯგუფის" მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას "ფერერო ჯგუფის" შესყიდვების დირექტორი არდუინო ბორგონიო, "აგროჯორჯიას" აღმასრულებელი მენეჯერი დანიელე დელაჩა, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, ეკონომიკური ატაშე ფაბრიციო ბოვინო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.

23 მაისს "ფერერო ჯგუფი" საზოგადოებას საქართველოში საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.