ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ მიწების დატაცებით და არასწორი მშენებლობებით აზიანებს ქალაქის განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კვლავ არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს.
„სამწუხაროა, რომ არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს. ჩვენ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ საკითხს და საზოგადოებას სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. თბილისი ჩვენი ქალაქია და მისი სწორად განვითარება და კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ მიწების დატაცება და არასწორი მშენებლობები აზიანებს ქალაქის განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.