მილიარდერების მიმართ მედიის ინტერესი არა მხოლოდ მათი სიმდიდრის გამოთვლაში ვლინდება, მათ ყველა მხრიდან აკვირდებიან, ეცნობიან ოჯახის წევრებს და ინტერესდებიან მათი საქმიანობით.
გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების, ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეითსის შვილები გააცნო საკუთარ მკითხველს.
ბილ და მელინდა გეითსებს სამი შვილი ჰყავთ: ჯენიფერი, რორი და ფოები, რომლებიც მშობლების გადაწყვეტილებას, საკუთარი ქონებიდან 89 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარონ, სიამაყით შეხვდნენ.
გეითსის უფროსი შვილი, ჯენიფერი, სტენფორდის უნივერსიტეტის უფროსკურსელია და ამავდროულად ირიცხება ამერიკის ცხენოსანთა ეროვნულ ნაკრებში. მიუხედავად მამის სტატუსისა, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურისა ტექნოლოგიების სამყაროში, ჯენიფერი ოჯახში ტექნიკასთან მწირი შემხებლობით გაიზარდა. ამ დროისთვის ის ეგვიპტელ ცხენოსან, ნაიელ ნასარს ხვდება, რომელიც ჯენიფერის მსგავსად ასევე სტენფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
გეითსების უმცროსი შვილი, 15 წლის ფოები ლეკსიჯის სკოლის მოსწავლეა. ეს გახლავთ კერძო სკოლა წელიწადში 33,000 დოლარის გადასახადით და ის სიეტლში მდებარეობს.
გეითსების ერთადერთი ვაჟი კი 18 წლის გახდა და მან უკვე დაამთავრა ლეიკსაიდის სკოლა. როგორც ბილ გეითსის მეუღლე ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში წერს, რორი არის „გულისხმიერი და მოყვარული“ პიროვნება, რომელსაც უყვარს პაზლები და არის საამაყო ფემინისტი.
რაც შეეხებათ ჯეფ ბეზოსისა და მისი მწერალი ცოლის, მაკენზის შვილებს, მათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც ჩინეთში იშვილეს. შვილების ასაკი 12-დან 17 წლამდეა. როგორც ოჯახის მეგობარი, დენი ჰილი ჟურნალ „ვოგთან“ ინეტრვიუში ყვება, მიუხედავად ჯეფ ბეზოსის სიმდიდრისა, ოჯახი ძალიან „ნორმალური და შეკრულია“. რაც შეეხება შვილების განათლებას, მაკენზის განცხადებით ოჯახმა რამდენიმე სტრატეგია შეიმუშავა, მათ შორისაა მოგზაურობა, სამზარეულოს ექსპერიმენტები, წიწილების ინკუბაცია, „მანდარინის“(ჩინური ენის) გაკვეთილები, სინგაპურის მათემატიკის პროგრამა და უამრავი კლუბი და სპორტის სახეობები უბნის ბავშვებთან ერთად.
იხილეთ ფოტოები
კოკა კვირკველია