მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

უკრაინელი დეპუტატის და მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ ჩუმაკის განცხადებით, კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა.

მანამდე მან შენობის სახურავიდან მხარდამჭერებს მიმართა, არ მისცენ პოროშენკოს უფლება, პუტინის ბრძანებით გაიტაცონ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.