საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება და სოციალური ხარჯები არ იზრდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველი სამთავრობო ხარჯის დაზოგვა უნდა ყოფილიყო.
„რასაც ჩვენ ვუყურებთ, 2018 წლის ბიუჯეტში პირიქით, ამ გაერთიანებების შედეგად ხარჯები 55 მილიონით არის გაზრდილი, თან ამავდროულად, ზრდა არ ეხება პენსიას, შშმ პირების დახმარებას და დევნილების შემწეობას. მთავრობა პირველი რიგში, არ აკლებს ბიუროკრატიულ ხარჯებს და მეორე, იქ, სადაც აკეთებს ზრდას, ზრდას არ აკეთებს ამ საყოველთაო გაჭირვებაში სოციალური ხარჯების მომატებაში,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.