ბრიტანეთში წლის საუკეთესო სახლი დაასახელეს

ბრიტანეთში, ქოსტვოლდიში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომლის ღირებულებაც 950 ათასი გირვანქა სტერლინგია (1,3 მილიონი დოლარი), WhatHouse? Awards-ის 36-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო სახლად დასახელდა. ხუთსაძინებლიანი სახლი აგებულია ბუნებრივი მასალებით და მის ყველა საძინებელს აქვს გასასვლელი აივანზე და ხედი ტბაზე. მისი განსაკუთრებულობა მის სახურავშიცაა, ის არის დამრეცი სახურავი, რომლის თავზეც არის ველური გამწვანება. სახლის ერთ-ერთი ღირსება მისი ბუნებრივი განათებაცაა, ფაქტობრივად, ყველა ოთახში აღწევს მზის სინათლე. აღნიშნული სახლი აშენებულია 222 ჰექტარის ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე.

კომპანია, რომელიც WhatHouse? Awards-ს ატარებს, აცხადებს, რომ ზუსტად იგივე კონცეფციის სახლს, ოღონდ მომცრო ზომისას - სამი საძინებლით, მყიდველს 750 ათას გირვანქად შესთავაზებს.

WhatHouse? Awards - ეს არის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ყოველ წელს ასახელებს ახალ სახლებს, დეველოპერებსა და მშენებლებს ბრიტანეთის მასშტაბით სხვადასხვა ნომიანციაში. 

კოკა კვირკველია