სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც ყველა შენობა უნდა აკმაყოფილებდეს

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 22 ადამიანი კი დაშავდა.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია გართულდა. როგორც მოგვიანებით გამოძიების შედეგად დადგინდა, საევაკუაციო კიბე, რომელიც სასტუმრო "ლეოგრანდის" შენობაში იყო, სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციის დროს აღნიშნული კიბის გამოყენება ვერ შეძლეს...

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ შენობის ვიზუალურ მხარეზე, მის დაგეგმარებასა და მოგებაზე ფიქრობენ, მაგრამ საერთოდ არ ითვალისწინებენ საცხოვრებლების უსაფრთხოებას", - ასე იწყებს საცხოვრებელი კორპუსების სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე საუბარს არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი, რომელიც ამ სფეროში უკვე 40 წელია აქტიურადაა ჩართული.

საცხოვრებელ კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ე.წ შავი კარკასის რეალიზაცია წარმოადგენს, რომელშიც სახანძრო უსაფრთხოებისთვის საჭირო სისტემები მოწყობილი არ არის. როგორც არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, ე.წ შავი კარკასის მოქალაქეებზე რეალიზაციის პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში არ გვხვდება, - განვითარებულ ქვეყნებში მყიდველი შავ კარკასს ხელს არ კიდებს, რადგან შეიძლება, მშენებლობა ერთმა კომპანიამ დაიწყოს, შემდეგ მეორეს მიყიდოს და მშენებლობა მან დაასრულოს, თორემ შავი კარკასი რომ კორპუსის მაცხოვრებლებმა შეიძინონ და სამშენებლო პროცესი მათ დაასრულონ, ეს ნონსენსია, რადგან მასში არათუ სახანძრო უსაფრთხოება, სხვა ნორმებიც კი შეიძლება დაუცველი დარჩეს," - აღნიშნავს არქიტექტორი.

თამაზ დოგრაშვილის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არც საცხოვრებელ კორპუსებში და არც სასტუმროებსა და საზოგადოებრივ შენობებში სრულად გათვალისწინებული არ არის.

"ადამიანი ხანძრისგან შეიძლება დაიწვას, მაგრამ კვამლისგან დახრჩობა იმას ადასტურებს, რომ შენობას სახანძრო უსაფრთხოების არანაირი პირობა არ აქვს დაცული. მისი დანერგვა ჯერ კიდევ ნახაზებში, პროექტირების სტადიაზე იწყება, რომელიც შემდეგ ექსპერტიზით კონტროლდება, თუმცა ჩვენთან არ არსებობს ამის მაკონტროლებელი ორგანო, შესაბამისად, წარმოიქმნება პრობლემებიც. ჩემს პრაქტიკაში გამართული სახანძრო უსაფრთხოების სქემა ჯერ არ მინახავს, რადგან არსებობს ნორმები, რომლებიც როგორც საზოგადოებრივ შენობებში, ისე ნაწილობრივ საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებშიც უნდა იყოს გათვალისწინებული," - დასძენს ის.

არქიტექტორის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების მთავარი ნორმების ჩამონათვალი ასეთია:

ნებისმიერ შენობასთან სახანძრო ავტომობილს ისეთი პოზიციის დაკავება უნდა შეეძლოს, რომ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულება შეძლოს, თუმცა, როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, თბილისში განხორციელებული ქაოტური მშენებლობების გამო უსაფრთხოების ეს წესი უგულებელყოფილია.

"ასეთი ვითარება გვხვდება, მაგალითად, ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც სახანძრო ავტომობილს ვერ მიიყვანთ, ამგვარი სიტუაციაა წყნეთი ქუჩაზე", - დასძენს თამაზ დოგრაშვილი.

არქიტრექტორის თქმით, საქართველოში დავიწყებულია ე.წ შეუბოლავი კიბის ცნება. ე.წ შეუბოლავი კიბე რკინის თავისუფალი კონსტრუქციაა, რომელიც ღია ატმოსფეროს გარკვეული ინტერვალებით უკავშირდება და მასში კვამლის დაგროვება გამორიცხულია.

ასევე, თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია კვამლის ვენტილაციის გზით განდევნა, რომლებიც ძირითადად, საზოგადოებრივ შენობებშია დამონტაჟებული და ავტომატური კვების სისტემით სარგებლობს.

"აღსანიშნავია, რომ შველისა და შენობიდან გასვლის გზა ლიფტი არავითარ შემთხვევაში არ არის, ხანძრის დროს ის უნდა გაითიშოს. ეს სავენტილაციო საშუალებები კი, ხანძრის შემთხვევაში, ისრუტავენ კვამლს და მას ვერტიკალური მიმართულებით განდევნიან, შესაბამისად, ადამიანს შეუძლია სუნთქვა და გადარჩენა, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აბსოლუტურად უგულებელყოფილია. იხილეთ გაგრძელება