ყველაზე პატარა 3D კალამი, რომელიც ბეჭდავს კიდეც

3D კალამის ღირებულება 140 დოლარი იქნება.

ბრიტანულმა Lix Pen-მა მსოფლიოში ყველაზე პატარა 3D კალამი გამოუშვა. მისი საშუალებით შესაძლებელია საკუთარი ხელით დახატოთ და ამავდროულად "დაბეჭდოთ" სხვადასხვა ფორმის საგნები. კალამი 125 სმ-იანი კაბელის დახმარებით იმუხტება, რომელიც ნებისმიერ USB პორტს უერთდება. მოწყობილობა ალუმინისგანაა დამზადებული და მისი სიგრძე 164 მმ-ია.

"მელნის" სახით გამოიყენება სპეციალური ზომის ფირფიტა, რომელიც კალმის გახურებულ წვერთან დნება და გამოსახულების დახატვის საშუალებას იძლევა.  "მელნის" გამოჟონვის ოდენობას და სისწრაფეს მომხმარებელი სპეციალური ღილაკების საშუალებით აკონტროლებს. ე.წ. მელანი გამოჟონვისთანავე გრილდება და მყარ ფორმას იღებს.

ამგვარად, შესაძლებელია შექმნათ სამგანზომილებიანი ფიგურები, დეკორატიული ნივთები სახლისთვის და ა.შ.