პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება.
რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ.
ამასთან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხებათ; 2018 წლის 1-ელი ივლისიდან - იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში არსებული ავტომობილებს; 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1-ელი იანრვიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი.