თსუ მსოფლიოს საუკეთესო 1000 უნივერსიტეტს შორის ვერ მოხვდა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2018 წლის რეიტინგში 1001+ ადგილზეა.

რეტინგი, რომელსაც Times Higher Education ყოველწლიურად ავრცელებს, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს სხვადასხვა მიმართულებით იკვლევს და ყოველი წლის ბოლოს ახალ რეიტინგს ადგენს. რეიტინგი მოიცავს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს და შესაბამისად ყველა სხვა დანარჩენ უნივერსიტეტს 1001+ ადგილი ენიჭება. აღსანიშნავია, რომ თსუ ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია ამ ჩამონათვალში.

რაც შეხება ლიდერ პოზიციებს, პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში, ამ რეიტინგის პირველ ორ პოზიციაზე ვერ მოხვდა ამერიკული უნივერსიტეტი და ეს ადგილები  ბრიტანულმა უნივერსიტეტებმა დაიკავეს. წელს პირველ ადგილზეა ოქსფორდის უნივერსიტეტი.  მას მოჰყვება ასევე ბრიტანული კემბრიჯის უნივერსიტეტი და მხოლოდ შემდეგ, მესამე პოზიციაზეა ამერიკული უნივერსიტეტი - კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. მასთან ერთად მესამე ადგილს იყოფს სტენფორდის უნივერსიტეტი, მეხუთეა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი და წელს მხოლოდ მეექვსეა, გასული წლის ლიდერი, ჰარვარდის უნივერსიტეტი. რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზეა ამერიკული პრინსტონის უნივერსიტეტი, მერვეზე კი ლონდონის Imperial College. ათეულს კრავენ ჩიკაგოს უნივერსიტეტი, რომელიც მეცხრე ადგილზეა და მეათე პოზიციაზე მყოფი ორი უნივერსიტეტი - შვეიცარიის ფედერაციის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ციურიხიდან და პენსილვანიის უნივერსიტეტი. როგორც ხედავთ, წლევანდელი რეიტინგის ათეულში ამერიკული უნივერსიტეტები ჭარბობს.

ცნობისათვის, Times Higher Education უნივერსიტეტების რანჟირებას ახდენას სხვადასხვა კუთხით, მათ შორის სწავლების, კვლევების, ნაშრომებისა და სტიპენდიების რაოდენობისა და სხვა რამდენიმე კომპონენტის მიხედვით.

კოკა კვირკველია