საქართველოში დღეს Apple-ის პირველ პრემიუმ რისელერის მაღაზია იხსნება.
გახსნის დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეები შეძლებენ Apple-ის სხვადასხვა პროდუქტი ფასდაკლებით შეიძინონ.
კერძოდ, ნებისმიერი ფერის iPhone 7 (32GB) 1 899 ლარის ნაცვლად, 8 დეკემბერს 1 519 ლარი ეღირება.
iPhone 8-ის (64GB) შეძენა მოქალაქეებს დღეს 1 999 ლარად შეეძლებათ, მაშინ როცა მისი ღირებულება 2 499 ლარია;
უახლესი მოდელის სმარტფონი - iPhone X კი 3 799 ლარის ნაცვლად, დღეს 3 499 ლარად გაიყიდება.
2 999 ლარის ნაცვლად 2 399 ლარი ეღირება ულტრათხელი 13 ინჩიანი MacBook air-ი, უახლესი MacBook Pro-ი კი 4 520 ლარის ნაცვლად ფასდაკლებით, 3 599 ლარად გაიყიდება. ასევე, ფასდაკლება გავრცელდება 2017 წლის ბოლო მოდელის iPad-ზე (32GB), რომელიც 1 140 ლარის ნაცვლად 899 ლარად გაიყიდება.
საქართველოში Apple-ის პირველ პრემიუმ რისელერის მაღაზია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ დღეს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება.