2017 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში, მართვის მოწმობა 12 903 მოქალაქემ შეცვალა - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვარს ეკარგება, შესაბამისად, მისმა მფლობელემა დოკუმენტი უნდა შეცვალონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.
ხოლო 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1,E D1 და D1E კატეგორიების , (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ. იხილეთ გაგრძელება