„სითი ფიტნესი“ – 1 წლის ფიტნეს ცენტრი ქსელის გაფართოებას გეგმავს

ფიტნეს ცენტრი City Fitness ქსელის გაფართოებას გეგმავს.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ცენტრის დამფუძნებელმა ნათია ფარცხალაძემ განუცხადა. ახალი ფიტნეს ცენტრი, სადაც აქცენტი ჯგუფურ ვარჯიშზე, კომფორტსა და განტვირთვაზე კეთდება, თბილისში 1 წლის წინ გამოჩნდა.

როგორც ნათია ფარცხალაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კლუბი როგორც ქსელური ბრენდი ისე bpnშეიქმნა და ერთწლიანი გამოცდილების შემდეგ უკვე მეორე ფილიალის გახსნა გადაწყდა. ამასთან, მისივე თქმით, კომპანია სამომავლოდ რეგიონებში შესვლასაც გეგმავს.

„საქმიანობის დაწყება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, იდეა დიდი ხანი მუშავდებოდა. ჩავატარეთ კვლევები, გავაკეთეთ ბიზნეს გეგმა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე ფიტნეს ცენტრის დაარსება. მართალია, ბაზარზე კონკურენცია იყო, თუმცა, ჩვენ ახალი ნიშა ავირჩიეთ. „სითი ფიტნესი„ ინდივიდუალური მიდგომებით და ინსტრუქტორების პროფესიონალიზმით გამოირჩევა, რაც დღეს ბაზარზე დიდი დეფიციტია,“- აღნიშნა ფარცხალაძემ.

„სითი ფიტნესი“ ჯგუფური ვარჯიშების ცენტრია, რომელიც მხოლოდ ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი. კლუბის სტანდარტის მიხედვით თითო ჯგუფში 15 მოვარჯიშეზე მეტი არ დაიშვება.

„სითი ფიტნესი“ ბევრად განსხვავდება იმ დიდი ფიტნეს კლუბებისგან, სადაც უამრავი ადამიანი ერთად ვარჯიშობს. ჩვენ მომხმარებელს მხოლოდ ჯგუფურ ვარჯიშებს ვთავაზობთ, თუმცაbpn თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვუდგებით. ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ქალბატონები ვინც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, მუდმივად ვარჯიშობს და ორიენტირებულია შედეგზე მხოლოდ ქალების გარემოცვაში ვარჯიშს ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ჩვენი ცენტრი მხოლოდ ქალბატონებისთვის ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ გახსნის დღიდან „სითი ფიტნესს“ მომხმარებლები საკმაოდ სწრაფი ტემპით ემატება,“- განაცხადა ფარცხალაძემ.

მისივე თქმით, „სითი ფიტნესი“ მუდმივად განახლებული პროგრამებით, მოწვეული ინსტრუქტორებით, ინდივიდუალური მიდგომებითა და მეგობრული გარემოთი გამოირჩევა.

„რაც შეეხება მომსახურებას, გვყავს ინდოეთიდან მოწვეული იოგის მასწავლებელი. მომხმარებელს ვთავაზობთ ჯგუფური ვარჯიშების ფართო არჩევანს: იოგა, პილატესი, ცეკვა, Dance აერობიკა, Step აერობიკა, ტაბატა, სპეციალური გასახდომი პროგრამები. ასევე გვაქვს - პილატესი ფეხმძიმეებისათვის, რომელსაც სერთიფიცირებული ინსტრუქტორი ატარებს, ტანვარჯიში

bpnმოზარდებისათვის, ორთქლის არომა საუნა და მასაჟის კაბინეტები,“-აცხადებს ფარცხალაძე.

„სითი ფიტნესი“ სულ ახლახან გახდა „თიბისი ბანკის“ პროექტ “სტარტაპერის” მონაწილე, შესაბამისად ვაპირებთ ვისარგებლოთ იმ შეთავაზებებით რასაც პროექტის ფარგლებში გვთავაზობენ. ვფიქრობ, ამ პროექტში მონაწილეობა განვითარებაში ხელს მნიშვნელოვნად შეგვიწყობს,“ - განაცხადა ნათია ფარცხალაძემ. 

თაია არდოტელი