1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6794 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6794 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7008 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1462 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1818 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.