ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილია

ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილია. პრემია ბირთვული განიარაღების საერთაშორისო კომპანიამ ICAN მიიღო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

პრემიის გადაცემის ცერემონია ოსლოში გუშინ გაიმართა. მისი ოდენობა 9 მილიონი შვედური კრონია, რაც დაახლოებით 900 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

პრემია კომპანიის ხელმძღვანელმა ბეატრის ფინმა მათთან ერთად მიიღო, ვინც 1945 წელს ხიროსიმას ბირთვულ დაბომბვას გადაურჩა.

ბეატრის ფინის განცხადებით, მისი კომპანიის მთავარი გზავნილია ის, რომ მსოფლიო არასდროს იქნება უსაფრთხო, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს.

ნობელის კომიტეტის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაცია დაჯილდოვდა „მუშაობისთვის ყურადღების მისაპყრობად იმასთან დაკავშირებით, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს იწვევს“ და კომპანიის რევოლუციური ძალისხმევისთვის, ასეთი იარაღი კანონმდებლობის დონეზე აიკრძალოს.