თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც თბილისის მერია იუწყება, დღეს, ორბელიანის მოედანზე თბილისის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსდება. ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.