2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით ირკვევა, რომ პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში, მსოფლიოში იარაღით ვაჭრობა გაიზარდა.
მსოფლიოს 100 იარაღით მოვაჭრე ქვეყნის სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ გაყიდვები 1,9%-ით არის გაზრდილი და 374,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (SIPRI) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ იარაღის გაყიდვების ზრდა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან.
ამის თვალსაჩინო მაგალითია სამხრეთ კორეის იარაღის ინდუსტრია, რომლის გაყიდვებიც ყველაზე მეტად - 20%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება თანხობრივ მაჩვენებლებს, ამ თვალსაზრისით ლიდერია აშშ და მისი იარაღის ბიზნესი 4%-ით 217 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც მსოფლიო იარაღის ინდუსტრიის 58%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ზრდა იარაღის წარმოებაში რუსეთში, 3,8%-ით 26,6 მილიარდ დოლარამდე.
კოკა კვირკველია