კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. "ხრუშოვკების" პროექტის განხორციელება სრულიად შესაძლებელია და მერია ამ მიმართულებით მუშაობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია ე.წ. "ხრუშოვკების" პროექტი განხორციელდეს და მერია ამ მიმართულებით მუშაობს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ორბელიანის მოედანზე პროექტ "ახალი ტფილისის" პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შეთავაზება უნდა იყოს სამი მიმართულებით: ფართების გამოსყიდვა, სხვა კონკრეტულ რაიონში საცხოვრებელი ფართის შეთავაზება ან "ხრუშოვკების" ადგილზე, ახალაშენებულ სახლებში ფართებით დაკმაყოფილება.

"მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ინვესტორებს. მნიშვნელოვანია, თანხვედრა იყოს ინვესტორებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს შორის. ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ დახმარება, ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდაც ვისაუბრე. ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. შეთავაზება უნდა იყოს სამი მიმართულებით: ფართების გამოსყიდვა, სხვა კონკრეტულ რაიონში საცხოვრებელი ფართის შეთავაზება ან "ხრუშოვკების" ადგილზე, ახალაშენებულ სახლებში ფართებით დაკმაყოფილება", - განაცხადა კალაძემ.