ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ეროვნული ბანკმა დეკემბრის თვის ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" სახით, დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკური ცხრილები და დიაგრამები გამოაქვეყნა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.