თუ მოხდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ეს პირდაპირპროპორციულ კავშირში იქნება ლარის კურსის სტაბილურობასთან , - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნესასოციის“ ვიც-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ვალუტის კურსზე მოლოდინი ახდენს გავლენას, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ეკონომიკური აგენტები მოქმედებენ იმ საბაზრო კონიუქტურიდან გამომდინარე, რომელიც ყალიბდება ამა თუ იმ ბაზარზე.
„ყოველთვის უარვყოფ იმას, რომ რაღაც სპეკულაციური მოლოდინები არსებობს. არსებობს მოთხოვნა და მიწოდება. ეს არის ფუნდამენტური ბაზა, რაზეც აიგება საბაზრო ეკონომიკა და შესაბამისად, ეკონომიკური აგენტები რეაგირებენ ამ მოთხოვნა-მიწოდებაზე. თუ მოხდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ეს პირდაპირპროპორციულ კავშირში იქნება ლარის კურსის სტაბილურობასთან“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.