ფასების აიწონა-დაიწონა

ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს და მომხმარებელიც შენიშნავდა, რომ სამომხმარებლო ფასები ქვეყანაში წლიდან-წლამდე იზრდება.

მაგალითად, ბოლო 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა კარტოფილი და საქონლის ხორცი. რამდენიმე სახეობის პროდუქტზე კი ფასი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.

მაგალითად, 2007 წლის ნოემბრის მონაცემებით, 1კგ. ქართული წარმობის ქათამი 5,50-6,50 ლარი ღირდა, სოფლის ქათამი კი კილოგრამი - 7 ლარი. ერთი კვერცხის ფასი 0,22-0,27 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ერთი კილოგრამი ღორის ხორცი 6-7 ლარი ღირდა, ცხვრის - 4-6 ლარი, საქონლის 5-7,50. ღორის იმპორტირებული ხორცი 5,50-7,50 ლარად იყიდებოდა.

ყველის ფასი 1 კილოგრამზე შემდეგი იყო: იმერული - 6,50-7 ლარი, სულგუნი - 9-10 ლარი, ქარხნული - 6,50-8 ლარი, გუდის -6-12 ლარი. 1 კილოგრამი დაფასოებული შაქარი 1,30-1,50 ლარი ღირდა, წონით კი 1,20. 1 ლიტრი იმპორტირებული ზეთი 3,50-4,50 ლარი ღირდა, ერთი კილოგრამი კარაქის ფასი 7 ლარი იყო, ხახვი - 0,80-1 ლარი ღირდა, კილოგრამი ლობიო - 2,20-5 ლარი, ვაშლი - 0,50-1 ლარი, ნიგოზი - 8-12 ლარი, კარტოფილი - 0,60-1 ლარი.