ევროკავშირში შესაძლოა შაურმა აკრძალონ

შაურმის მოყვარულებმა შესაძლოა, მისი დაგემოვნება ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ შეძლონ.

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო მუშაობს ხორცის ნაჭრებში ფოსფატის გამოყენების აკრძალვაზე, რაც სწორედ იმ პროდუქტებს შეეხება, რომლებსაც ქუჩაში განთავსებული ობიექტები აქტიურად ყიდიან.

როგორც ევროკავშირის კანონმდებლები აღნიშნავენ, ფოსფატის გამოყენება დაკავშირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებებთან.

Daily Mail-ის ინფორმაციით, როგორც შაურმის რეალიზატორები განმარტავენ, ხორცში დანამატების კომპონენტის არსებობა ტრანსპორტირებისას მისი გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლადაა საჭირო, - "შაურმის დიკრიმინაცია თურქული ბიზნესის საწინააღმდეგოდ განზრახ მომზადდა", - ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

როგორც გამოცემა იუწყება, გერმანიის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით, შაურმის აკრძალვა ათასობით ადამიანს სამსახურის გარეშე დატოვებს. მართლაც გერმანიაში 16 000 ობიექტია, სადაც შაურმა მზადდება. აღნიშნული ობიექტები ყოველდღიურად 3 მილიონ შაურმას ყიდიან, ამ ობიექტებში 10 000-ობით ადამიანია დასაქმებული.

შაურმის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანონმდებლები სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მიიღებენ.

წყარო: www.allnews.ge