ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საკალთბურთო გუნდი „ქუთაისი 2010“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსდება.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, კლუბის ფუნქციონირებისათვის ადმინისტრაციისა და სპორტსმენების სახელფასო ფონდი 525,3 ათასი ლარით განისაზღვრა.
საწვრთნელი შეკრებისა და კალენდრით გათვალისწინებული თამაშების ჩატარებისთვის 65 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.
ადგილობრივ ბიუჯეტს ქუთაისის საკრებულო 25 დეკემბრამდე დაამტკიცებს.