ბიზნესაფორიზმები

”გადასახადების აკრეფა - ეს არის ხელოვნება, ისე გაბრდღვნა ბატი, რომ მიიღო ბუმბულის მაქსიმუმი მინიმალური წრიპინით”, - ჟან-ბატისტ კოლბერი.

”ბანკის პროცენტმა არ იცის დასვენება, არც ღვთისმსახურმა, იგი მუშაობს ღამითაც, კვირაობითაც და ავდარშიც”, -ფრედერიკ ჰოვარდ შოუ.

”გაუფრთხილდით წვრილ-წვრილ ხარჯებს; დიდი გემის ჩაძირვა ყველაზე პატარა ხვრელსაც კი შეუძლია”,- მაილ ველერი.

”ფული - კარგი მსახური და ცუდი ბატონი”,- ტიუელი.

”ფული ცხოვრებაზე სწრაფად მიედინება”,- ორი საქმოსნის საუბრიდან.

”ჯობს ბიზნესმენმა პატიოსნად წარმართოს საქმიანობა, ვიდრე ზემოგების ნაწილი ქველმოქმედებისთვის დახარჯოს”,- თეოდორ რუზველტი.

”საბირჟო სპეკულაციებისგან თავი ორ შემთხვევაში უნდა შეიკავოთ: ა) როცა ფული არ გაქვს; ბ) როცა ფული გაქვს”,- მარკ ტვენი.

”კარგი დასაწყისი საქმის ნახევარზე მეტია”,-არისტოტელე.

”ექსპერტი ის ადამიანია, რომელმაც სულ უფრო მეტი იცის, სულ უფრო ნაკლების შესახებ”,- ნიკოლას მარი ბატლერი.

”მე ეს არ დამემამრთება - ყველაზე ხშირად წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვაა”,- დევიდ კროსბი.

”თუ ზემოთ არ ადიხარ, ესე იგი, ქვემოთ ვარდები”,- სტივენ პოტერი.