მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქუჩებში) ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის სექტემბერში გახდა ცნობილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ კონკრეტულად როდიდან ან რა ადგილებში მოუწევთ მოქალაქეებს პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩაბარება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, კერძოდ, როდიდან ამოქმედდება ეს ცვლილება და აღნიშნავენ, რომ საუბარია 2018 წლის 1-ელ ნახევარზე.
რაც შეეხება ადგილებს, უწყების განმარტებით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები დედაქალაქის მასშტაბით, არცერთ ქუჩაზე არ იგეგმება.