ENPARD-ის პროგრამის საგრანტო დახმარებამ 500 მლნ ლარს გადააჭარბა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის (ENPARD)-ის პროგრამის საგრანტო დახმარებამ 500 მლნ ლარს გადააჭარბა , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო დახმარების პროგრამა.

"ეს არის უპრეცედენტო საგრანტო დახმარება სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების მიმართულებით. ეს არის დახმარება, რომელიც მიდის თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, რომელიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან. უკვე 250 ათასი ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, საგრანტო დახმარებამ უკვე 500 მლნ ლარს გადააჭარბა. საუბარია დახმარებაზე, რომელიც ქმნის ახალ ქართულ პროდუქტს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ქართული პროდუქციის გაშვებას 500 მილიონიან ბაზარზე და ეს არის მაგალითი, თუ რა კონკრეტული სარგებელი აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ერთი იმ პროგრამათაგანი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხრიდან და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გაძლიერებას და ჩვენს ევროპულ მომავალს", - განაცხადა ჯანელიძემ.