ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 58 969 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.960 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.045 პროცენტით განისაზღვრა.