"საქმიანი ხალხი"

სახალისო ამბები საქმიანი ადამიანებისგან...

საარსებო მინიმუმი მეცნიერულად დასაბუთებული გაანგარიშებაა, თუ როგორ უნდა იარსებოს ხალხმა, რათა მთავრობამ კარგად იცხოვროს.

***

მავნებლებთან ბრძოლის მიზნით, სოფლის მეუნრეობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყოველი ჩაბარებული მღრღნელისთვის ლარს გადაიხდის. გლეხებმაც მასობრივად მოაშენეს მინდვრის თაგვები.

***

თუ თქვენი ბუღალტერი ყველა გადასახადს იხდის, მაშინ კეთილი ინებოს და ხელფასი საგადასახადო სამსახურში მიიღოს.

***

დირექტორი თანამშრომელს ემშვიდობება, რომელიც სხვაგან გადადის:

- მართალი გითხრათ, შეგეჩვიეთ, შვილივით გიყურებდით: მასავით უპასუხისმგებლო, ზარმაცი და არაორგანიზებული ხართ.

***

-აბრამ, ორი საათი იყავი გასული ნაგვის გადასაყრელად! ასე როგორ შეიძლება?

-სარა, დაწყნარდი! მე ხომ ის ნაგავი გავყიდე...

***

ზოგს რა მაგრად უმართლებს: ჩემი მეზობელი გუშინწინ დაეზღვია და მეორე დღეს თავში აგური არ დაეცა?!

***

წლიური ბალანსის ჩაბარების დროა. ბუღალტერიას "ბოლი ასდის"... ერთ-ერთი ბუღალტერი შეშლილი თვალებით კითხულობს:

- წელიწადში რამდენი თვეა?

კოლეგა მშვიდად პასუხობს:

-დღგ-ს გარეშე - ათი.

***

- თქვენთან, აფრიკაში, რატომ ხდება სახელმწიფო გადატრიალება ასე ხშირად?

-იმიტომ რომ, გადატრიალება არჩევნებზე იაფია!