ბრიტანეთში ყველაზე ძვირად ღირებული ბინა გაიყიდა

ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ კოპლექსში, რეკორდულ ფასად, 140 მილიონ ფუნტ სტერლინგად (235 მილიონი დოლარი) პენტჰაუსი გაიყიდა.

ამ ფასით, 1500 კვადრატული მეტრი ბინა საცხოვრებელ კომპლექსს One Hyde Park-ში, დიდ ბრიტანეთში ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება გახდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელი აღმოსავლეთ ევროპიდან არის, სავარაუდოდ, უკრაინიდან ან რუსეთიდან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 1500 კვადრატული მეტრი ფართობის პენტჰაუსის ღირებულება, სარემონტო სამუშაოების წარმოების შემდეგ, 300 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებამდე, ლონდონში ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი ფართი სამი წლის წინ, 221 მილიონ დოლარად გაიყიდა, რომელიც უკრაინელმა მილიარდერმა, რინატ ახმეტოვმა შეიძინა.