სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მოტივით საჯარო მოხელეებმა ყველაზე ხშირად სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მიმართეს.
სარჩელების რაოდენობა სულ სამინისტროების მიხედვით 321-ს შეადგენს. შესაბამის კვლევას საია აქვეყნებს.
სარჩელების რაოდენობა სამინისტროების მიხედვით ასეთია:
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 142, თავდაცვის სამინისტრო - 98, სასჯელაღსრულების სამინისტრო - 30, ლტოლვილთა სამინისტრო - 15, კულტურის სამინისტრო - 12, განათლების სამინისტრო - 7, ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 6, ჯანდაცვის სამინისტრო - 4, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2, გარემოს დაცვის სამინისტრო - 2, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2 და სპორტის სამინისტრო - 1.
ასეთივე სარჩელების რაოდენობა თვითმმართველი ქალაქების მიხედვით სულ 61-ს შეადგენს. კერძოდ: თბილისის მერია - 28, ქუთაისის მერია - 18, რუსთავის მერია - 10, ფოთის მერია - 8, თბილისის საკრებულო - 7, რუსთავის საკრებულო - 1, ბათუმის მერია - 1.
კვლევა მოიცავს 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით პერიოდს.