ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მოქმედება კიდევ 6 თვით გაახანგრძლივეს , - ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს.
„ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მოქმედების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას მწვანე შუქი მისცეს. ოფიციალურად გახანგრძლივება შემდეგ კვირაში მოხდება“, - წერს იოზვიაკი.