"ფრესკოს" შესაძლო დახურვას კომპანიის დამფუძნებელი ეხმაურება

ჰიპერმარკეტ "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ დღეს კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა ვიდეომიმართვა.

მიმართვაში იგი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მაღაზიათა ქსელი დაიხუროს, და ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებას "ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის აპრილში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ვასილ სოფრომაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვეხმაურო ელექტრონულ პრესაში "ფრესკოს" წინააღმდეგ აგორებულ ფაქტებს, რომლის მიზანი და ამოცანაც იყო ჩირქი მოეცხო კომპანიისათვის და წარმოეჩინა როგორც გაკოტრების გზაზე დამდგარი.

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო", შესაძლოა,  დაიხუროს როდესაც თქვენ წერთ, რომ ჩემი მაღაზიები, მარკეტები ცარიელია, შემოდით... და თქვენ ყველაფერ ამას წერთ "ფრესკოზე", კომპანიაზე, სადაც 6 წლის განმავლობაში არასოდეს არცერთი დღე არ დაუკავებიათ ხელფასი, სადაც არის ბაზარზე ამ სეგმენტში ყველაზე მაღალი ხელფასები, სადაც ათასობით თანამშრომლისთვის არის უფასო კვება, სადაც ყოველთვიურად საუკეთესო თანამშრომლების წახალისება ხდება.

ხალხო, რომელთაც "ფრესკო" ძალიან არ გიყვართ, მაინც არ მესმის, რატომ, მინდა გითხრათ, შემდეგი რამ:

ჩვენი მარკეტები ნებისმიერი ტელევიზიისთვის თავისუფალია, მოდით, ჩვენს თანამშრომლებს გაესაუბრეთ, დაუსვით ნებისმიერი შეკითხვა. თქვენ წერთ კომპანიაში გენდერულ თემებზე, რომლის გენერალური დირექტორიც ქალია, მენეჯმენტის უმეტესობა ქალია, დირექტორთა საბჭოს წევრთა უმეტესობა ქალია და თანამშრომლების უმეტესობა ქალია.

ყველაფერი ამის დამაგვირგვინებელი იყო სახალხო დამცველის წერილი, რომელშიც ყოფილმა სახალხო დამცველმა რატომღაც 7 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რა დარღვევები ყოფილა და რატომღაც 7 თვის შემდეგ გაახსენდა ის, რაზეც ჩვენ აპრილის თვეში სალაპარაკოდ ღია ვიყავით, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ შეამოწმა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციამ და ა.შ.

როდესაც სახალხო დამცველი აპრილში მომხდარ თემაზე 4 დეკემბერს წერს, რომ მან ეს ინფორმაცია მიიღო ვებგვერდ „ნეტგაზეთის“ მეშვეობით, ჭორის დონეზე არ უნდა დავიდეთ, ბატონო ყოფილო სახალხო დამცველო, დღეს ოფიციალურ წერილში, თქვენ ფაქტობრივ გარემოებებში წერთ და მოგყავთ „ფრესკოს“ წინააღმდეგ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებები, მე ვასილ სოფრომაძე, ბატონო უჩა, გეუბნებით, არასოდეს! მე პასუხს ვაგებ სასამართლოში, სადაც გინდა, პასუხს ვაგებ, რომ ეს ხალხი, „ფრესკოს“ თანამშრომელი არასოდეს არ ყოფილა, სირცხვილია, ბატონო უჩა. იხილეთ გაგრძელება