კომპანია Walt Disney-მ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მედიამაგნატ რუპერტ მერდოკისგან 21st Century Fox-ს 52,4 მილიარდ დოლარად ყიდულობს.
შეთანხმების შედეგად, Disney ასევე ყიდულობს Fox-ის კუთვნილ რამდენიმე აქტივს: Sky -ს 39%-ს, კინოინდუსტრიას 20th Century Fox, ტელეარხ National Geographic-სა და კომპანიის სხვა ქვეყნებში არსებულ მედიაკომპანიებს.
გარდა ამისა, კომპანიის მფლობელობაში გადავა ისეთი ბრენდების ფრანჩიზა, როგორიცაა, “ადამიანები იქსი“, „ავატარი“, და „სიმპსონები“ ასევე Disney გაზრდის საკუთარ წილს სტრიმინგ სერვისში Hulu, რომელსაც აქამდე ერთობლივად ფლობდნენ Disney, Fox, Comcast და Time Warner.
Fox თავისთვის იტოვებს მხოლოდ ახალი ამბებისა და სპორტულ არხებს, რომელთა ბაზაზე შეიქმნება ახალი კომპანია. გარდა ამისა, შეთანხმების შემდეგ 21st Century Fox-მა განაცხადა, რომ მზად არის შეიძინოს ტელეკომპანია Sky-ის დარჩენილი 61%, რასაც აქამდე გეგმავდა.
ამ დროისთვის ამერიკის ანტიმონოპოლიურ სამსახურში ამ გარიგებას სწავლობენ, რათა დაცული იყოს მედიაპლურალიზმი ამერიკის მედიაინდუსტრიაში.
შეთანხმების საბოლოო დასრულება მომავალი წლის 30 ივნისს უდნა მოხდეს.
აღნიშნული გარიგებით წყდება რუპერტ მერდოკის ბიზნესის გაფართოების 86 წლიანი ისტორია. მან 21 წლის ასაკში მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ავსტრალიური გაზეთი, რის შემდეგაც შექმნა მსოფლიოს უმსხვილესი მედიაკომპანია.
კოკა კვირკველია