დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ სემეკის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სემეკის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი კანდიდატურა წარდგენილია და ახლა შესაბამის პროცედურებს ელოდება.

"ვადასტურებ, რომ გუშინ მოხდა ჩემი წარდგენა მთავრობის თანხმობის მოსაპოვებლად. შემდეგი პროცედურა არის საქართველოს პარლამენტის. ველოდებით პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სემეკის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.