თბილისში 3000 ადგილიანი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი აშენდება , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
უნივერსიტეტის რექტორის, გია შერვაშიძის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელი სავარაუდოდ, მაღლივი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აშენდება.
"თანხაზე ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება კერძო სექტორის დაფინანსებით", - განაცხადა შარვაშიძემ.