2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8%-ით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.
კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში შემოვიდა რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, აზერბაიჯანიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ყაზახეთიდან და კანადიდან.
2017 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.9 მლნ აშშ დოლარი (53.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.1 მლნ აშშ დოლარისა (42.3 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.