1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5405 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0192 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9980 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0256 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0276 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.