ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს, სხდომაზე თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.
კერძოდ, სემეკი განიხილავს შპს ”ჯიფაუერისთვის”, შპს ”გარდაბნის თბოსადგურისთვის”, შპს ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის” (თბილსრესის მე-3, მე-4 ენერგობლოკები) და შპს ”მტკვარი ენერჯისთვის” (თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხებს.
ამავე საჯარო სხდომაზე გაგრძელდება მსჯელობა შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, შპს ”მცხეთის წყალისა” და შპს ”რუსთავის წყალის” საინვესტიციო გეგმებზე.
სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.