მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების ოფიციალურ ვიზიტებზე 1 597 863 ლარი დაიხარჯა.
"ინტერპრესნიუსის" მიერ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარში დეპუტატების ოფიციალურ ვიზიტებზე ჯამში 114 201 ლარი დაიხარჯა, თებერვლში - 115 763 ლარი, მარტში - 187 943 ლარი, აპრილში - 88 091 ლარი, მაისში - 133 274 ლარი, ივნისში - 110 522 ლარი, ივლისში - 148 963 ლარი, აგვისტოში - 4 345 ლარი, სექტემბერში - 233 578 ლარი, ოქტომბერში - 155 377 ლარი, ხოლო ნოემბერში - 305 829 ლარი.
ამასთან, ყველაზე მეტი თანხა - 14 686 ლარი დაიხარჯა პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ვიზიტზე ვაშინგტონში, მიმდინარე წლის 10-დან 16 სექტემბრამდე; 13 990 ლარი დაიხარჯა საპარლამენტო უმცირესობის ლედერ დავით ბაქრაძის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მივლინების თანხების თაობაზე ინფორმაცია მოიცავს როგორც ავანსად გაცემულ თანხებს, ისე მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შედეგად ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.