2017 წელს ყველაზე მეტი ცათამბჯენი აშენდა

ორგანიზაცია Council on Tall Buildings and Urban Habitat (CTBUH)-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ცათამბჯენი აშენდა და მათ შორის ყველაზე მაღალი 599 მეტრი სიმაღლისაა.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 2017 წელს 144 ახალი სუპერმაღალი (200+ მეტრი სიმაღლის) ცათამბჯენი აშენდა. წლევანდელი წელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არსებულ დადებით ტენდენციას ასახავს და მიანიშნებს, რომ ამ ბაზარს საფრთხე არ ემუქრება. მაგალითისთვის, წელს აშენებული ცათამჯენები ორჯერ მეტია 2013 წელს აშენებულზე. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი აშენებული ცათამბჯენების რაოდენობის მიხედვით ყველა დროის რეკორდს ხსნის.

წლევანდელი წელი გამორჩეული იყო გეოგრაფიული მრავაფეროვნებითაც - სუპერმაღალი ცათამბჯენები მსოფლიოს 23 ქვეყნის 69 ქალაქში აშენდა, აქედან 13-მა პირველად იხილა საკუთარ ქალაქში 200 + მეტრი სიმაღლის შენობა, ხოლო 28 ქალაქში ახალი რეკორდსმენები გაჩნდა.

რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, წლევანდელი რეკორდსმენი - 599 მეტრი სიმაღლის შენობა აშენდა ჩინეთის ქალაქ შენჟენში. ამავე ქალაქში წელს 12 სუპერმაღალი შენობა აიგო. ზოგადად, სუპერმაღალი ცათამბჯენების მშენებლობაში ჩინეთი ლიდერია, ხოლო შენჟენი გასული წლის მსგავსად ლიდერი ქალაქი.

წლევანდელი რეკორდსმენი, 599 მეტრიანი შენობა Ping An Finance Center თავის ხმრივ გახლავთ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების რეიტინგში მეოთხე ადგილზე. 2017 წლის გიგანტებს შორის ასევე გამორჩეულია 555 მეტრიანი Lotte World Tower სეულში და 425 მეტრიანი Marino 101 დუბაიში.

ორგანიზაცია CTBUH აღნიშნავს, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ამ ბიზნესის სრული რეაბილიტაცია მოხდა. CTBUH-ის პროგნოზით, ცათამბჯენების ზრდის ტრენდი შენარჩუნდება 2018 წელსაც და ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.

კოკა კვირკველია

bpn bpn bpn