ე.წ. ჭკვიანი კამერების მიერ ყველაზე მეტი სამართალდარღვევა თბილისში, გორსა და ქუთაისში დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ე.წ. ჭკვიანი კამერების მიერ ყველაზე მეტი სამართალდარღვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, თბილისში 15 542 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.

ვიდეოჯარიმების რაოდენობით ასევე გამოირჩევა გორი, თუმცა აღსანიშნავია, რომ გორში ჯარიმები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაიწერა. კერძოდ, 5 109 ვიდეოჯარიმა დაშვებულზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობასა და ასევე 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებაზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, 1-ელი ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ქუთაისში 3 232 ვიდეოჯარიმა, ხარაგაულში 936, ბათუმში 694, სამტრედიაში 318, ხაშურში 453, მცხეთაში 58, ხევლაჩაურში 6, ხოლო თელავში 4 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ხაშურში, მცხეთაში, სამტრედიაში, ხევლაჩაურსა და თელავში ყველა ჯარიმა მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებას ეხება.

ჯამში, 25 დღეში ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 26 452 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა.