საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლის“ და შპს „რუსთავის წყლის“ 2018-2020 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა.
როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიასთან შეთანხმების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 114.1 მილიონ ლარს. მათ შორის, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2018 წლის საინვესტიციო მოცულობა განისაზღვრა 52.9 მილიონი ლარით; 2019 წლის საინვესტიციო მოცულობა - 32.9 მილიონი ლარით, ხოლო 2020 წლის საინვესტიციო მოცულობა - 28.1 მილიონი ლარით.
შპს „რუსთავის წყლის“ 2018-2020 წლის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 8.9 მილიონ ლარს. კერძოდ, შპს „რუსთავის წყლის“ 2018 წელს განსახორციელებელი ინვესტიციები განისაზღვრა 3.4 მილიონ ლარით, 2019 წელს განსახორციელებელი ინვესტიციები - 2.9 მილიონ ლარით, ხოლო 2020 წელს განსახორციელებელი ინვესტიციები - 2.5 მილიონ ლარით.
შპს „მცხეთის წყალი“ 2018-2020 წლებში 1.1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კერძოდ, შპს „მცხეთის წყალის“, 2018 წლის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 380 ათას ლარს; 2019 წლის საინვესტიციო მოცულობა განისაზღვრა 352 ათასი ლარით, ხოლო 2020 წლის საინვესტიციო მოცულობა - 373 ათასი ლარით.
დაკორექტირდა წყალმომარაგების კომპანიების 2017 წლის საინვესტიციო მოცულობები. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2017 წლის საინვესტიციო მოცულობა განისაზღვრა 55.9 მილიონი ლარით; შპს „მცხეთის წყალის“ 2017 წლის მოცულობამ შეადგინა 544 ათასი ლარი, ხოლო შპს „რუსთავის წყალის“ 2017 წლის საინვესტიციო მოცულობამ - 4.2 მილიონი ლარი.