2018 წლის იანვრიდან, მას შემდეგ რაც კალიფორნიაში მარიხუანასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება, შტატის მასშტაბით, მარიხუანას შემცველი, არაალკოჰოლური ღვინის გაყიდვები დაიწყება.
ღვინის ინდუსტრიაში პირველად მსგავი პროდუქტის გამოშვებას კალიფორნიური კომპანია California’s Rebel Coast Winery გეგმავს. კომპანიის ცნობით, თავდაპირველად ღვინო შტატის მასშტაბით გავრცელდება.
სასმელი 21 წლის და მეტი ასაკის კალიფორნიის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც შეეხება ფასს, 1 ბოთლის ფასი 59.99 დოლარი იქნება.