გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა არ შეცვლილა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა - 49% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა საქართველოში არ შეცვლილა.

გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა, 3%-ს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. გამოკითხულთა 5%-ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის წინა კვლევაში, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, გამოკითხულთა 4% აცხადებდა, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა, 63% ამბობდა, რომ არ შეცვლილა, ხოლო 22% მიიჩნევდა, რომ შემცირდა.

კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა.