ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი NIO საკუთარი პირველი ავტომობილის, ელექტრო-ქროსოვერის ES8-ს გაყიდვას იწყებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ელექტრომობილ Nio ES8-ს მწარმოებელი Tesla Model X-ის პირდაპირ კონკურენტად ასახელებს.
ჩინეთში ES8-ს სპორტული მოდელის ყიდვა 67 783 დოლარად შეიძლება. შედარებისთვის, Tesla Model X 126,4 ათასი დოლარი, ბენზინზე მომუშავე BMW X5 კი -90,1 ათასი დოლარი ღირს.
კომპანიის ცნობით, შვიდადგილიანი ES8 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4,4 წამში ავითარებს.
სრულად დატენილი ბატარეით ელექტრომობილი 355 კილომეტრს გაივლის.