2017 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 941,6 მლნ ლარი შეადგინა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან იუწყება.
მათივე ცნობით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,4 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6,6 პროცენტით.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (12,6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (10,6 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), ვაჭრობა (9,3 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (7,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5,1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (5,0 პროცენტი), კავშირგაბმულობა (4,9 პროცენტი), კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-2.8 პროცენტი).
მათივე ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა (18,7 პროცენტი) და მრეწველობა (17,0 პროცენტი) გამოირჩევა. შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), მშენებლობა (10,2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი).
დაზუსტებული მონაცემები 2018 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.