რომელი კომპანიები იმარჯვებდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტენდერებში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით, 2015 წლიდან 2017 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ჩატარებული ტენდერები, ყველაზე მსხვილი მოთამაშეები და კონკურენციის დონე.

კვლევის თანახმად, 2015 წლიდან 2017 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით ტენდერების გზით დახარჯული თანხის 71% ერთმიმწოდებლიან ტენდერებზე მოდის. კერძოდ, 68,717, 396 ლარია დახარჯული ერთმიმწოდებლიან; ხოლო 27, 660,409 ლარი ერთზე მეტ მიმწოდებლიან ტენდერზე.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში ამ შესყიდვებში მონაწილეობდა ჯამში 15 კომპანია. მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებული 3 კომპანიაა.

ქვემოთ მითითებულ ბმულზე ცხრილზე იხილეთ: კომპანიების, მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობისა და ღირებულებების შესახებ bpn