ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს ყიდის

მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ ზარ-ზეიმით გახსნილ საწარმოებს ყიდის.

ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გასაყიდად რამდენიმე ობიექტი აქვს გამოტანილი. მათ შორის არის სათბურები ახალსოფელში, რუხში და წეროვანში, აგრეთვე მარცვლეულის შესანახი ცენტრები ლაგოდეხსა და აბაშაში.

მომავალში ხელისუფლება კიდევ რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გასხვისებას გეგმავს, მათ შორის არის შპს ”მექანიზატორი”, რომელსაც ფაქტობრივად, სტრატეგიული დანიშნულება აქვს, რადგან აქტიურად არის ჩართული ხვნა-თესვის სახელმწიფო პროგრამებში.