მოგზაურობა UG სკოლაში

მოგზაურობა UG სკოლაში

• საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების საგნების თანაბარი და სიღრმისეული სწავლება, რაც ეფუძნება მოსწავლის პრაქტიკული მუშაობისა და კვლევითი უნარ-ჩვევების მიზანმიმართულ განვითარებას და ხორციელდება უახლეს სასწავლო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;

• მოსწავლეებში ჰუმანურ-ლიბერალური ღირებულებების განვითარება, მათი შრომაზე დაფუძნებულ მიღწევებზე და წარმატებებზე ორიენტირებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება;

• სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მაღალტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

• ბავშვთა ჰარმონიულ ფიზიკურ, თუ ფსიკიკურ განვითარებაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციურად შემუშავებილი სამედიცინო და ფსიქოლოგიური პროგრამები, რომელსაც სკოლის ექიმი და სკოლის ფსიქოლოგი ახორციელებენ ყოველდღიურ რეჟიმში;

• ბავშვზე მორგებული მეგობრული გარემო და კვალიფიციური პედაგოგები; – ყოველივე ეს UG სკოლის კონცეფციის სხვადასხვა ასპექტებია, ერთიანობაში კი განსაზღვრავს როგორც სკოლის პერიოდში, ისე მისი დამთავრების შემდეგ მოსწავლის მოქალაქეობრივ თუ პროფესიულ წარმატებას, რომელიც მთლიანად ეფუძნება 21-ე საუკუნის ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აღმოცენებულ სამოქალაქო ცნობიერებას.

bpnUG სკოლის დირექტორის, მანანა სანაძის სიტყვით, საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზეა გათვლილი. კონკრეტულად, თუ რითი გამოირჩევა სწავლება UG სკოლაში, ამაზე თავად ქ-ნი მანანა სანაძე გვესაუბრა დეტალურად.

რას სთავაზობს UG სკოლა მშობლებს, რომელთა მიზანია, შვილებმა კარგი განათლება მიიღონ?

სკოლის მიზანი ისეთი თაობის აღზარდაა, რომელსაც ექნება კარგი ცოდნა და განვითარებული ფიზიკური და გონებრივი უნარ-ჩვევები, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, ჩააბარონ როგორც საქართველოს უნივერსიტეტებში, (მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტში, რომელიც ალბათ, იცით UG სკოლის დამფუძნებელია), ისე ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში საზღვარგარეთ. თუ თვალყურს მივადევნებთ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი მოსწავლეები სწავლების ყველა საფეხურზე აღწევენ წარმატებებს; წამყვან ადგილებს იკავებენ სხვადასხვა საგანში (მათემატიკა, ფიზიკა, ინგლისური, ქართული...) გამართულ კონკურსებში, როგორიცაა კინგსი, სმარტი, ევერესტი... მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეროვნულ გამოცდებს ჩვენი სკოლადამთავრებული ყველა მოსწავლე წარმატებით აბარებს. მიმდინარე წელს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველი საფეხურის გამოცდების (ინგლისურში, მათემატიკასა და ქართულში) მიღწეული შედეგების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ 5 %-ში შეიყვანა UG სკოლის მოსწავლეები. ამ მაგალითებმა დაადასტურა დაწყებითი კლასებიდანვე ჩვენი მოსწავლეების უპირატესობა.

რა არის UG სკოლის მოსწავლეების ასეთი წარმატების საიდუმლო?

ჩვენი სკოლა გამოირჩევა თანამედროვე სასწავლო სისტემებში დანერგილი სწავლების უახლესი მეთოდებით, რაც ემპირიული დაკვირვებების საფუძველზე სწავლებას და კეთებით სწავლებას გულისხმობს. კერძოდ, მოსწავლეები პრაქტიკულად სწავლობენ ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკასა და მათემატიკას, იმიტირებითა და წარმოსახვის განვითარებით - ჰუმანიტარულ საგნებს. სკოლაში სასწავლო მიზნის გარეშე არაფერი ხდება. ყოველი გასვლითი ღონისძიებაც კი დაკავშირებულია ცოდნისა და უნარების გაღრმავებასთან კონკრეტულ საგანსა თუ საგნებში. სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და აიტი ლაბორატორიები. მაგალითად, ფიზიკასა და მათემატიკაში შესწავლილი მასალის განმტკიცება (პირველი კლასიდანვე) რობოტექნიკის გაკვეთილზე ხდება; ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე მოთხრობილ ფაქტებსა და მოვლენებს მოსწავლეები ექსკურსიებზე სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების გაცნობითა და ბუნებაზე დაკვირვებით ახერხებენ; უფროსკლასელები ზაფხულობით მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიურ გათხრებზე სამშვილდეში, ხოლო დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლის ბაზაზე იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში იფართოებენ ცოდნას; სასცენო ხელოვნებამ კი, რომელსაც ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ბავშვებს მრავალი წარმატება მოუტანა, როგორც სკოლის, ისე დიდი თეატრის სცენაზეც. ჩვენს სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლება ქართული, ბერძნული, ეგვიპტური მითოლოგია, რის საფუძველზეც ბავშვები თავად ქმნიან ისტორიულ და ზღაპრულ სამყაროს თიხის სახელოსნოში გამოძერწილი ქანდაკებების, ხელსაქმის ოთახში შექმნილი სხვადასხვა მასალის ნამუშევრების, ნახატებისა თუ პოსტერების მეშვეობით; თანატოლებს სთავაზობენ თოჯინების თეატრის წარმოდგენებს. სკოლაში გვაქვს ინსცენირებული გაკვეთილის გამოცდილებაც, როგორც ინტეგრირებული სწავლების საუკეთესო საშუალება. მუსიკის გაკვეთილიც კი პრაქტიკული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს. უკვე მესამე კლასიდან მოსწალეები ეუფლებიან ფორტეპიანოზე დაკვრას, ეცნობიან სხვადასხვა ინსტრუმენტს, ისმენენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებს. კეთებით სწავლების დროს სასწავლო პროცესი არის სახალისო და ინტერაქტიური, ბავშვი ითვისებს ბევრად მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მეთოდით სწავლებისას.

bpn

UG სკოლაში ინგლისური ენის შესწავლა პრიორიტეტულია, ჩვენი მიზანია, მოსწავლეები თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ ენას. სკოლას აქვს ინგლისური ლიტერატურის კითხვის კლუბი, სადაც მოსწავლეები კვირიდან კვირამდე კითხულობენ ადაპტირებულ ინგლისურენოვან ლიტერატურას; გვყავს ამერიკელი და ინგლისელი მასწავლებლები, მესამე კლასიდან ეცნობიან TOEFL Junior -ის ტესტებს, თუმცა ჩვენი სკოლის პოლიტიკა ცალსახაა: ბავშვმა განათლება მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს. ჩვენი რწმენით, უცხო ენაზე სწავლა ართულებს სწავლების ხარისხის მიღწევას. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 16-ს არ აღემატება. მცირერიცხოვანი კლასები სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს გახანგრძლივებული სწავლების მომსახურებასაც 16:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ჩვენი მოსწავლეების წარმატების საიდუმლო იმაშიც მდგომარეობს, რომ სკოლის ბაზაზე გვაქვს კვალიფიციური მომსახურება მოზარდის განვითარების ნებისმიერი მიმართულებით - იქნება ეს

სპორტი, შემეცნებითი თუ შემოქმედებითი აქტივობა. სკოლაში ფუნქციონირებს უამრავი კლუბი თუ სტუდია: თეატრალური და კითხვის კლუბები, ქართული ცეკვის სტუდია, კინოკლუბი, შემოქმედებითი სახელოსნო, მუსიკალური აკადემია ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით, UG Limens - რობოტექნიკის აკადემია, ჩოგბურთის , კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის, კარატეს, ცურვისა დასხვა სპორტული წრეები. ვფიქრობ, ჩვენი მოსწავლეების წარმატება მათი ამ მრავალმხრივი ინტერესების გაღვივების და ინოვაციური მიდგომების შედეგია, თუმცა ამის მიღმა კიდევ ბევრი რამ არის..

რობოტექნიკის სწვლება თქვენს განათლების სისტემაში, მართლაც, ნოვაციაა. რას გულისხმობს ის?

რობოტექნიკის კლუბი მოიცავს STEAM სწავლებას, რაც აერთიანებს ხელოვნებას, ტექნიკასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. ამ კლუბში მუშაობისას მოსწავლე იყენებს სკოლაში შესწავლილ მასალას და თავისი ხელით ქმნის გარკვეულ მექანიზმს. მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობენ და იყენებენ ფიზიკის საბაზისო წესებს, იღებენ ელემენტარულ ტექნოლოგიურ განათლებას, ეცნობიან ელექტროობის პრინციპებს, საკუთარი ხელით ქმნიან მარტივ კონსტრუქციებს, აწყობენ, ხაზავენ, ხატავენ, ძერწავენ და ა.შ.

სკოლას განსხვავებული დამრიგებლებიც ჰყავს, რაც ჩვენს სწავლებაში, ასევე, ახალი სიტყვაა. რა უპირატესობა აქვს დამრიგებლის ასეთ ინსტიტუტს?

ჩვენს სკოლაში დამრიგებლები არიან ფსიქოლოგები, რომლებიც მხოლოდ მოსწავლეების აღზრდით არიან დაკავებული და საგანს არ ასწავლიან. დამრიგებლები ბავშვებს აჩვევენ სასკოლო წესრიგს, ეხმარებიან სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა დაბრკოლების დაძლევაში, ზრუნავენ მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაზე, საგაკვეთილო პროცესში კი საგნის პედაგოგის თანადგობა ევალებათ.

bpn

განათლების სფეროში ხშირად საუბრობენ მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობაზე, სწავლების

ინდივიდუალურ მიდგომებზე, თუმცა ამის განხორციელება რეალურად ვერ ხერხდება. თუ კლასში ზის 25 ან მეტი მოსწავლე, საგანს არ კითხულობს კვალიფიციური პედაგოგი, მას არ ეხმარება ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს თითოეულ ბავშვს და იცის მისი საჭიროებანი, თუკი საგაკვეთილო პროცესი არ არის ხალისიანი და ფსიქოლოგთან ერთად არ არის განსაზღვრული საგანმანათლებლო აქტივობები, ინდივიდუალური სწავლების დანერგვა შეუძლებელია. ჩვენს სკოლაში ფსიქოლოგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ მოსწავლეთა ურთიერთობებში, არამედ მოქნილი და კრეატიული სასწავლო გეგმების შედგენაშიც. დამრიგებლები ითვალისწინებენ სკოლის ფსიქოლოგის მითითებებს, ადგენენ მოსწავლის პირად საქმეს - პორთფოლიოს. საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგთან ერთად ამუშავებენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.- ეს ინდივიდუალურ მიდგომებზე გათვლილი ერთიანი თანამშრომლობითი პროცესია. UG სკოლა ინდივიდუალურ სწავლებასაც სთავაზობს კონტიგენტს.

კონკრეტულად რა პროგრამებს სთავაზობთ მოზარდებს კულტურული განვითარების მიმართულებით?

სკოლას აქვს ორი ტიპის კულტურული განვითარების მიმართულება. პირველი: მოსწავლეებს ვაცნობთ ქალაქში მიმდინარე კულტურულ მოვლენებს და ვგეგმავთ გასვლით ღონისძიებებს; მეორე: სკოლაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ კულტურულ ღონისძიებებში: დგამენ სპექტაკლებს, აწყობენ ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, იწვევენ მსახიობებს, მწერლებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს და ა.შ. კვირაში ერთი-ორი გასვლითი თუ სასკოლო კულტურული ღონისძება მაინც ტარდება. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართული ამგვარ საქმიანობაში. თავადაც ვერ ხვდებიან, რომ ეს სახალისო პროექტები სწავლა-შემეცნებას ემსახურება. მაგალითად, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები უკვე ეცნობიან თეატრის ისტორიას, ქალაქის თეატრებს, იციან, რა არის სცენა, კულისები, დეკორაცია.. აქვთ საწყისი ცოდნა საოპერო ხელოვნებაში, იციან რა არის ბალეტი, იცნობენ მრავალ კომპოზიტორს, რეჟისორს, მსახიობსა და სხვა. სხვათაშორის, ძალიან ვამაყობთ, როდესაც გასვლით ღონისძიებაზე ჩვენი ბავშვები თავიანთ ცოდნას ავლენენ და აღფრთოვანებულს ტოვებენ მასპინძლებს. გვეკითხებიან, რომელი სკოლიდან ვართ და როგორ მოვახერხეთ ასე პატარებში ასეთი ცნობისმოყვარეობის ცეცხლის დანთება. რაც შეეხება სპორტულ აქტივობებს, სპორტული სექციები არამხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებისთვისაც ხელმისაწვდომია. სკოლას ფართო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა აქვს: რამდენიმე ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტი, დახურული დარბაზი... თანაც, ქალაქის ცენტრში. შესაბამისად, ჩვენი სპორტ სკოლა სხვა ბავშვებისთვისაც მიმზიდველია, თუმცა, 4 საათამდე სპორტული ინფრასტრუქტურა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ეთმობა სრულიად უფასოდ. 

გაქვთ თუ არა მოსწავლეებისთვის უცხოეთში გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები?

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საზაფხულო სკოლებში ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. რაც შეეხებათ მაღალკლასელებს, მათ საზაფხულო ბანაკებს ვთავაზობთ საზღვარგარეთ. ნებისმიერი ასეთი მოგზაურობა, დასვენებასთან ერთად, საგანმანათლებლო ხასიათისაცაა. მაგალითად, როცა სკოლას მოსწავლეები სტრასბურგში მიგვყავს, ისინი აუცილებლად მოინახულებენ სტრასბურგის სასამართლოს, ჩაუტარდებათ ლექციები ადამიანთა უფლებებზე. თუმცა საზაფხულო სკოლას, მეტწილად, ინგლისური ენის განმტკიცების ფუნქცია აკისრია. ჩვენი სკოლის დამთავრებისა და ატესტატის აღების ერთ-ერთი მოთხოვნა ინგლისური ენის საერთაშორისო პროგრამა TOEFL-ის დაძლევაა. შესაბამისად, ჩვენი მოსწავლე სკოლის დასრულებისას უკვე ფლობს დამაკმაყოფილებელ დონეს ინგლისურ ენაში და გზა ხსნილი აქვს საზღვარგარეთ ნებისმიერი უნივერსიტეტისკენ.

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის უსაფრთხოებას. რა მექანიზმებით ახერხებთ ამას?

რა თქმა უნდა, სკოლაში ფუნქციონირებს დაცვის სამსახური. შენობაში დამონტაჟებულია ორმოცდაათზე მეტი კამერა, გვაქვს სახანძრო კიბე და საევაკუაციო გეგმა. მოსწავლეებს წელიწადში ორჯერ უტარდებათ საევაკუაციო სწავლება საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. დაცვის სამსახურს მანდატურის ფუნქცია აკისრია - აქტიურად არის ჩართული ბავშვების ქცევის მონიტორინგში. დაცვის წევრები მომზადებული არიან პირველადი დახმარების აღმოჩენისთვისაც. მოსწავლეებისა და თანამშრომლების შემოსვლა შენობაში სპეციალური საბარათე სისტემითა და ელექტრონული დეტექტორის საშუალებით ხდება. გარდა ამისა, დამატებითი უსაფრთხოებისთვის ჩვენ დავამონტაჟეთ სისტემა, რომელიც მშობელს ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის სკოლაში მოსწავლის შემოსვლა-გასვლასთან დაკავშირებით. მშობელთან და ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე მოსწავლე ვერ ტოვებს სკოლის შენობას.

UG სკოლის ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულებს:

http://ugschool.edu.ge/

https://www.facebook.com/ugschooltbilisi/#mce_temp_url#