შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით თითქმის 60 მილიონი ლარი გასცა

შემოსავლების სამსახურმა, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, დეკლარანტებზე 60 მლნ ლარამდე თანხა გასცა.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 435 ათასზე მეტი დეკლარაცია.

შემოსავლების სამსახურში ვარაუდობენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რაოდენობა 600 000-ს მიაღწევს.